23 მაისს გორში ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დილა დინამოს უმასპინძლებს. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 70- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 50 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 7 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 175/42 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4:0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0). ბოლოს ეს გუნდები თბილისში 3 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამომ 1-0 მოიგო. გორელთა კარში გოლი ლუკა გაგნიძემ გაიტანა.