დღეს დინამოს აკადემიაში საქართველოს თასის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო-2 საგარეჯოს გარეჯს დაუპირისპირდა. ანგარიში შეხვედრაში სტუმრებმა 32- ე წუთზე გახსნეს. ხარებაშვილმა დასწრებაზე ზუსტად ითამაშა. მატჩის პირველ ნახევარში ბევრი საინტერესო მომენტი არც ყოფილა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, დინამოელებმა დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი საგოლე ეპიზოდიც შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა ბოლო მომენტში უზუსტობა და გარეჯელთა გოლკიპერი ეღობებოდა დარტყმულ ბურთს და საბოლოოდ შეხვედრაშიც აღარაფერი შეცვლილა. საგარეჯოელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და ¼ ფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას.
დინამო-2 0-1 გარეჯი
გოლი: 0-1 ხარებაშვილი 32’
გაფრთხილება: ნოზაძე 78’ ლომინაძე 81’ ბეზკროვნი 90+2’
დინამო-2: მიგინეიშვილი, სალუქვაძე, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, ხინჩიაშვილი (ჩხეტიანი 46), მორჩილაძე (სიხარულაშვილი 65), ოსიყმაშვილი (უგრეხელიძე 69), ზურაბიანი (ლომინაძე 53), მოისწრაფიშვილი, ორშულა (გვიშიანი 46), მაისურაძე
გარეჯი: ბეზკროვნი, ტყეშელაშვილი, ნოზაძე, გედენიძე, ძამსაშვილი, მოსიაშვილი (ბერმუდესი 88), ჩიმაკაძე (ენიქიძე 76), კაპანაძე, ქიქავა, ხინთიბიძე (გალახვარიძე 62), ხარებაშვილი (ხარებავა 76)
მსაჯი: კ. გიორგძე