• Geo
  • Eng
20.10.2012
დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

მერანი 0:4 დინამოს მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ, დუშან უჰრინს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

დუშან უჰრინი - ჩვენთვის პირველი ტაიმი მნიშვნელოვანი იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ უხარისხო მოედნის საფარზე გვიწევდა თამაში და აქცენტი სწრაფ გოლზე გავაკეთეთ. საბედნიეროდ ჩანაფიქრმა გაამართლა და მნიშვნელოვან გოლებთან ერთად, მეტად ლამაზი ბურთების გატანა მოვახერხეთ. თანდათან ვარჯიშებზე მიცემულ დავალებებს დინამოელები მოედანზე პრაქტიკაშიც ხშირად იყენებ და იმედი მაქვს გუნდი პროგრესს განაგრძობს. ახლა წინ ზესტაფონთან მნიშვნელოვანი თამაში გველის და სათანადოდ მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024