• Geo
  • Eng
19.10.2012
მერანი – დინამოს ლაშა სილაგავა განსჯის

უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მარტვილში, ადგილბროვი მერანის წინააღმდეგ ჩაატარებს. ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე 15:00 საათზე გაიმართება, ლაშა სილაგავა განსჯის.

უკანასკნელი თამაში, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა პირველ ლიგაში გამართული ჭიათურა 0:1 გაგრა არის, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

დინამოს მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს გასულ სეზონში ბაია 2:2 დინამო იმსაჯა. სადაც მან ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 80 თამაში / 264 ყვითელი / 10 წითელი / 14 პენალტი

პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 15 თამაში / 41 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024