საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 1 ივნისიდან 8 ივნისამდე შეიკრიბება და ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს აზერბაიჯანელ თანატოლებთან. გიორგი ჩიტაურმა 5 და 8 აგვისტოს გასამართი შეხვედრებისთვის დინამოდან 6 ფეხბურთელს უხმო: თენგო გობეშია, გაბრიელ სიგუა, გიორგი ფარცვანია, ამინ კარაევი, ნიკა ნინიძე და საბა ხარჩილავა ჭაბუკ ჯვაროსნებთან ერთად მოემზადებიან აღნიშნული მატჩებისთვის.
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები კი უკვე შეიკრიბა, 31 მაისის ჩათვლით გაივლის შეკრებას და ადგილობრივ კლუბებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩებს. ვასილ მაისურაძემ ნაკრებში დინამოს 10 ფეხბურთელი გამოიძახა. ბადრი გოგობერიშვილი, გიორგი გვიშიანი, გიორგი ჩხეტიანი, ნიკა სიხარულაშვილი, ნიკა ცხოვრებაშვილი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, დავით გოგოტიშვილი, ნიკა უგრეხელიძე და მუხრან ბაგრატიონი ჯვაროსანთა ფორას მოირგებენ.