კახა ცხადაძემ დიღმის ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. საქართველოს ჩემპიონის გაწვრთნაში მას გიორგი ჩიხრაძე (მტავარი მწვრთნელის ასისტენტი) და სერბი ფიზ. მომზადების მწვრთნელი მილოშ იევტიჩი დაეხმარებიან.
გუნდი დატოვეს გიორგი ნემსაძის ასისტენტმა ლაშა ჭელიძემ და ფიზ. მომზადების მწვრთნელმა სერგეი ბოიკომ. დინამო მადლობას უხდის მათ გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში.