დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე- 18 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა. შეხვედრა ორივე გუნდმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე და მაღა ტემპში დაიწყო. პირველი რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმა მატჩის მე- 15 წუთზე შექმნეს. ზორან მარუშიჩმა თავით დაუგდო გიორგი გაბედავას, ფორვარდმა აჯობა მცველს, წინ გაიჭრა, აი დარტყმა კი აღარ გამოუვიდა და ბურთი კარს აცდა. თუმცა ამ მომენტიდან ორ წუთში გაბედავამ მაინც მოახერხა ანგარიშის გახსნა. ასისტი კი ისევ ზორან მარუშიჩმა ჩაიწერა, გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკურად დაარტყა და 1-0. დინამომ ხელთ იგდო სათამაშო უპრატესობა და ორი მწვავე მომენტი შექმნა ლოკომოტივის კართან. ჯერ საიმონ ბენიოს დარტყმული მცირედით აცდა კარს, შემდეგ კი გიორგი კუციას მართებდა უფრო მეტი აქტიურობა. საპასუხოდ სტუმართა შეტევა და სახიფათო დრიბლინგი ვიქტორ მონხილმა ჩაჭრა. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმი ზორან მარუშიჩის შეტევით განახლდა, სერბმა გაისროლა, მარა ბურთი ხარიხამ უკუაგდო, დამატებაზე გიორგი კუციას ტექნიკური დარტყმული კი რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 53- ე წუთზე დინამომ ანგარიშში დაწინაურების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ლევან ხარაბაძის ტექნიკურ თამაშს და საჯარიმოში შერბენას გადაცემა მოჰყვა გიორგი კუციაზე, დარტყმა კი ჩვენი გუნდის შემტევს მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან აღარ გამოუვიდა. 62- ე წუთზე ლოკომოტივის კარი გოლისგან გოლკიპერმა იხსნა. კუციას პასის შემდეგ გაბედავა ცდილობდა დუბლის შესრულებას. ცოტახანში კი სტუმრები გიორგი პაპავაზე საჯარიმოში დაჯარიმდნენ და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად გიორგი გაბედავამ დაარტყა და 2-0. 82- ე წუთზე მარუშიჩს მეორე ასისტის გაფორმება შეეძლო, თუმცა გიორგი კუციას დარტყმული სულ მცირედით აცდა ლოკომოტივის კარს. თორნიკე ახვლედიანმა შეხვედრის ბოლოს ტექნიკურად ითამაშა, ცრუ მოძრაობით გაცდა მეტოქეს, ტექნიკურად დაარტყა და ძელი... საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მორიგი სამი ქულა მოიპოვა.
დინამო 2-0 ლოკომოტივი
გოლი: 1-0 გაბედავა 17’ 2-0 გაბედავა (პენ) 65’
გაფრთხილება: გაბაძე 38’ კირკიტაძე 63’ კახაბრიშვილი 94’
დინამო: კვასხვაძე, მონხილი, ბენიო, კობოური, პაპავა (ქარდავა 68), რადინი (გაგნიძე 68), ხარაბაძე (მორჩილაძე59), სპორქსლედე, კუცია (მექვაბიშვილი 78), გაბედავა (ახვლედიანი 78), მარუშიჩი
ლოკომოტივი: თევდორაძე, ანდრონიკაშვილი, სანდოხაძე, გაბაძე (კახაბრიშვილი 72), უბილავა, დარცმელია, შონია (გავაშელიშვილი 73), სამურკასოვი (ბუიღლიშვილი 83), იმრანი, სიხარულიძე (იაკობიძე 83), კირკიტაძე (მუკბანიანი 83)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი