დღეს დინამოელებმა საკონტროლო მატჩი გარეჯთან გამართეს. კახა ცხადაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები მოისაკლისა, ასევე რამდენიმე დინამოელი მიკრო ტრავმების გამო გამოაკლდა შეხვედრას. მეორე ტაიმში კი მოედანზე რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი მეორე გუნდიდან და 19 წლამდე დინამოდან გამოჩნდა. თავად მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რამდენიმე სახიფათო შეტევა მეტოქემაც განახორციელა, გოლი კი ფაბიან სპორქსლედემ 67- ე წუთზე გაიტანა. დინამოელებს კიდევ რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ მეტოქის კარის აღება, თუმცა საკონტროლო მატჩი საბოლოოდ 1-0 დასრულდა.
დინამო 1-0 გარეჯი
გოლი: 1-0 სპორქსლედე 67’
დინამო: მიგინეიშვილი, ბენიო, პაპავა, კობოური, გაგნიძე, ქარდავა, სპორქსლედე, ქავთარაძე, კუცია, მორცილაძე, გაბედავა
მეორე ტაიმში შევიდნენ: რადინი, ორშულა, ჯანგიძე, ზურაბიანი, გაბიტაშვილი, ქოქოსაძე, მაისურაძე, გრძელიძე