დღეს 1 ივნისია - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ჩვენი კლუბის ფეხბურთელები - გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ფაბიან სპორქსლედე და თორნიკე ახვლედიანი ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრნენ. დინამოელებმა მოსწავლეებს დღევანდელი დღე მიულოცეს, დინამოს ბრენდირებული სასკოლო სუვენირები გადასცეს და მათთან ერთად ფეხბურთიც ითამაშეს.