• Geo
  • Eng
16.05.2024
13 წლამდე დინამოელები ანტალიაში ტურნირზე

დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობა (ორი გუნდით) თურქეთში გაემგზავრა. 17-19 მაისს ანტალილაში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი Junior World Cup Antalya 2024 გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ტურნირი სტარტს ხვალიდან აიღებს და დინამოელები პირველ შეხვედრაში თურქულ არსუზ კარააღაჯის შეხვდებიან. შემდეგ ლურჯ-თეთრები პორტუს დაუპირისპირდებიან. 18 მაისს კი დინამო ადგილობრივ მარმარისს ეთამაშება.

დინამო-2 სასტარტო მატჩში თურქულ ბეილიკდუზუსფორს ეთამაშება, შემდეგ კი მასპინძელ ანტალიასფორს შეხვდება. 18 მაისს დინამოელები დენიზლი გენჩს დაუპირისპირდებიან. 

 

დინამო: საბა ბასარია, ნიკოლოზ კაჭახიძე, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკა ბობოხიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, ნიკოლოზ ჩომახიძე, გაბრიელ კაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, გიგა მორჩაძე, ნიკოლოზ ჭუმბაძე, ირაკლი ბერიანიძე და ალექსანდრე ჩიქოვანი (მწვრთნელი - მიხეილ ზაბახიძე)

 

დინამო-2: საბა ხახიაშვილი, ნიკოლოზ ასლამიკაშვილი, ირაკლი პაპუნაშვილი, როლანდ ლომიძე, ნიკოლოზ თითიაშვილი, თამაზ მამნიაშვილი, გიორგი კოჩივარი, ლუკა გვალაძე, ნიკოლოზ მატუა, დავით მაღრაძე, ბესო ჯღარკავა, გიორგი თორია, საბა ქოიავა, იუსიფ ტარვერდიევი, ირაკლი მაღლაფერიძე, ანდრია კენკაძე, სერაფიმე კაზაროვი და დავით ჯოგლიძე (მწვრთნელი - გელა ქობალია)

 

გუნდის ხელმძღვანელი - ვახტანგ იაგორაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024