• Geo
  • Eng
14.05.2024
ფრე სამტრედიაში და ლორიას მე-100 უგოლო

14 მაისს სამტრედიაში ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სამტრედიამ გადაურებელი წვიმის ფონზე დინამოს უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა დინამოს არაერთხელ შეეძლო დაწინაურება და განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც სათამაშო უპირატესობაც ბოლომდე მოიპოვა და ტერიტორიულიც. თუმცა საგოლე მომენტების მიუხედავად დედაქალაქელებმა მასპინძელთა კარის აღება ვერ მოახერხეს 0-0. დასრულებული მატჩი გამორჩეული გამოდგა ჩვენი გუნდის გოლკიპერისთვის. გიორგი ლორიამ დინამოს ფორმით ეროვნულ ჩემპიონატში მე-100 გოლგაუშვებელი შეხვედრა ჩაატარა.

შემდეგ მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი 18 მაისს გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024