დღეს ახალგაზრდა დინამოელები და აკადემიის მენეჯმენტი 130 - ე სკოლას ესტუმრნენ. ლუკა გაგნიძემ და საბა ხვადაგიანმა ცოტახნის წინ სწორედ ეს სკოლა დაამთავრეს. ამავე სკოლის მოსწავლეები იყვნენ ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. დინამოელებმა სკოლას ავტოგრაფებიანი 130 ნომრიანი მაისური უსახსოვრეს და დინამოს ბრენდირებული სასკოლო სუვენირები გადასცეს