დინამოელებმა დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთორმეტე ტურის მატჩი შინ, დიღმის ბაზაზე, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართეს. ვასილ მაისურაძის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით – 3:2 იმარჯვა. დინამოელთაგან ერთი გოლი ბექა მელიქიძემ გაიტანა, გიორგი პაპუნაშვილმა კი დუბლის შესრულება მოახერხა.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
ხაინდრავა, მანაგაძე (მარაქველიძე 86’), გურეშიძე, სამხარაძე, ხიზანეიშვილი, სარიშვილი (მაჭავარიანი 65’), მელიქიძე, რეხვიაშვილი (მურცხვალაძე 81’), პაპუნაშვილი, წილოსანი (კვარაცხელია 75’), ფოცხვერია (ნიკვაშვილი 33’)