დღეს სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე- 17 ტურის მატჩი გაიმართა.
შეხვედრის პირველი საგოლე მომენტი მეშვიდე წუთზე სტუმართა ანგარიშზეა. ზორან მარუშიჩი შეიჭრა საჯარიმოში და ერთი შეხებით ბურთი გიორგი კუციას გააყოლა, მისი დარტყმული კი ბექა ქურდაძემ კუთხურზე უკუაგდო. მატჩის მე- 15 წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევა და გიორგი ილურიძის დარტყმულს ვიქტორ მონხილი ეღობება. ბექა ქურდაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი 23- ე წუთზე, მან გიორგი კუციას საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული მოიგერია, თუმცა ხსენებული შეტევა დინამომ მაინც შედეგიანად დაასრულა. ფაბიან სპორქსლედეს მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს თავი ზორან მარუშიჩმა შეაგება, ბურთი მილან რადინს მიუვიდა და მორიგი სერბული გოლი დინამოს სასარგებლოდ 0-1. პირველი ტაიმის ბოლოს ორივე გუნდმა სახფათო მომენტები გაცვალა. ჯერ ლევან ხარაბაძის შეტევა საბოლოოდ უხეირო დარტყმით დასრულდა, საპასუხოდ კი ანდრო გიორგაძის დარტყმული მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ტაიმი დინამომ მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე ნახევარი დინამომ ასევე აქტიურად განაახლა და 52- ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი სამტრედიის კართან. გიორგი გაბედავას გოლის გატანა ბექა ქურდაძემ არ დაანება. შეხვედრის 76- ე წუთზე სტუმრებს ორი ბურთით დაწინაურება მართებდათ, თორნიკე ახვლედიანის რეიდი, გადაცემა ზორან მარუშიჩზე და სერბმა შემტევმა მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ოთხ წუთში ჩემპიონატის ბომბარდირმა გამოასწორა შეცდომა, თავად მოიპოვა მოედნის ცენტრში ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა, ზუსტი გადაცემით თორნიკე ახვლედიანი მოძებნა და ახალგაზრდა ფორვარდმაც შედეგიანად გაისროლა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა.
სამტრედია 0-2 დინამო
გოლი: 0-1 რადინი 24’ 0-2 ახვლედიანი 80’
გაფრთხილება: გიორგაძე 55’
სამტრედია: ქურდაძე, ცეცხლაძე, კვირკვია, მესიაჩენკო (რობაქიძე 77), ილურიძე (დოობი 84), ჟუნიორი (რუხაძე 57), ნადირაძე, ლომთაძე (ლუკავა 57), იოსელიანი (გადირზადე 77), კაბა, გიორგაძე
დინამო: კვასხვაძე, ბენიო, მონხილი, კობოური, პაპავა (ქარდავა 46), რადინი (მექვაბიშვილი 75), სპორქსლედე, ხარაბაძე, კუცია (გაგნიძე 68), გაბედავა (ახვლედიანი 68), მარუშიჩი (ორშულა 89)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი