სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. XI ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ოთხი დინამოელი – ოთარ ხიზანეიშვილი, გივი კვარაცხელია, ჯაბა დვალი და ჩისკო შეიყვანა, ტურის მწვრთნელად კი დინამოს თავკაცი – დუშან უჰრინი დასახელდა. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდის წევრები ჩისკო და ჯაბა დვალი გახდნენ.