• Geo
  • Eng
04.11.2012
მწვრთნელები ტორპედო - დინამოს აფასებენ

ტრადიციულ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელებმა შემდეგი განაცხადეს:

დუშან უჰრინი - სტადიონზე მოსული მაყურებლისთვის კარგი თამაში იყო. დღევანდელი თამაშის მოგება ორივე გუნდს შეგვეძლო. პირველი ნახევარი კარგად დავიწყეთ, თუმცა ლორიას შეცდომას ჩვენს კარში გასული გოლი მოჰყვა. მაგრამ რაც იყო იყო... პირველი ტაიმის ბოლოს გოლის გატანა მოვახერხეთ და შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავედით. ეს იყო თამაში, რომლის მოგებაც გვსურდა. მეტოქესთან შედარებით მეტი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა.

გია გეგუჩაძე - დღევანდელი თამაშის შეფასებაში დუშან უჰრინს დავეთანხმები, დღეს გამარჯვება გვსურდა და ამით იყო განპირობებული, რომ საკმაოდ შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ პირველი წუთებიდან. თამაშის მსვლელობისას შეტევითი პოტენციალი კიდევ გავაძლიერეთ, რამაც ჩვენს კართან სახიფათო მომენტები გამოიწვია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024