• Geo
  • Eng
01.07.2021
დინამო თბილისი 1-2 დინამო ბათუმი

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 21- ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა საშუალო რიტმში დაიწყო. ორივე გუნდი ცდილობდა მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას. შეხვედრის მე- 17 წუთზე კი ზორან მარუშიჩმა ითამაშა კარგად, შორ გადაცემაზე მიასწრო და ერთი შეხებით ბურთი მცველს შემოატარა, დასწრებაზეც კარგად ითამაშა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა 1-0. მომდევნო შეტევაში თბილისელებს კიდევ ერთი გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი გაბედავას დარტყმული ლაზარე კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია. 26- ე წუთზე კიდევ ერთხელ შეიჭრა მარუშიჩი მეტოქის საჯარიმოში, მას ირაკლი აზაროვი ფეხებში ჩაუვარდა, მსაჯმა კი თამაშის გაგრძელება ანიშნა. ათიოდე წუთში უკვე მასპინძელთა კარი იხსნა გოლკიპერმა, გრიგოლ ჩაბრაძის უძლიერესად დარტყმული როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. ტაიმის ბოლოსკენ ჯერ თორნიკე მორჩილაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული მეკარეს მოხვდა, შემდეგ კი გიორგი ფანცულაია გავიდა მეკარესთან პირისპირ მაგრამ როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროს გიორგი კუციას შეეძლო დინამოელთა მეტად დაწინაურება, მას ბოლო წამს მცველი ჩაუწვა და მომენტი განიმუხტა. მეორე ტაიმი მოედნის ცენტრში ხისტი თამაშით გაგრძელდა, 54- ე წუთზე მასპინძელთა შეტევა გოლითაც დასრულდა, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. სტუმრებმა მეთოდურად ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. შეცვლაზე შემოსულმა მილან რადინმა 65- ე წუთზე შორიდან გაისროლა, ბურთმა მეტოქის კარის ძელს ახლოს ჩაუქროლა. მატჩის 79- ე წუთზე შორეული გასროლით ირაკლი აზაროვმა სტატუს ქვო აღადგინა 1-1. 87- ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ლუკა გაგნიძე საჯარიმოს მისადგომებიდან ურტყავდა, ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო. მატჩის 90- ე წუთზე ფლამარიონმა ზუსტი დარტყმით სტუმრები დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს თბილისელებს ორჯერ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ერთ შემთხვევაში ბათუმელთა გოლკიპერმა ითამაშა კარგად, მეორედ კი მცველებმა. საბოლოოდ სტუმრებმა იმარჯვეს.

 

დინამო თბილისი  1-2  დინამო ბათუმი

 

გოლი: 1-0 მარუშიჩი 17’  1-1 აზაროვი 79’  1-2 ფლამარიონი 90’ 

გაფრთხილება: გაბედავა 21’  ალთუნაშვილი 25’  კუცია 39’  ფლამარიონი 90’ 

 

დინამო თბილისი: კვასხვაძე, მონხილი, ბენიო, ხვადაგიანი (კობოური 58), ქარდავა, პაპავა (მექვაბიშვილი 78), ხარაბაძე, მორჩილაძე (სპორქსლედე 67), კუცია (გაგნიძე 67), გაბედავა (რადინი 58), მარუშიჩი

დინამო ბათუმი: კუპატაძე, ტედი (ნავალოვსკი 83), მარგველაშვილი, ზარია (ფლამარიონი 54), ჯიღაური (შინდაგორიძე 75), ფანცულაია (სანოგო 75), აზაროვი, მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 54), ალთუნაშვილი, კობახიძე, ჩაბრაძე

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024