• Geo
  • Eng
23.11.2012
დინამო – დილას ლაშა სილაგავა განსჯის

უმაღლესი ლიგის XVI ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე,  გორის დილასთან გამართავს. მატჩს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში პირველად – ლაშა სილაგავას თაოსნობით, ექვსკაციანი სამსაჯო ბრიგადა განსჯის.

უკანასკნელი თამაში, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – სომხეთი 4:2 ლიტვა არის. აღნიშნულ შეხვედრაში სილაგავამ ფეხბურთელები ოთხჯერ გააფრთხილა, ერთხელ კი ლიტველ ფეხბურთელებს პენალტის დარტყმის საშუალება მისცა.

 

დინამოს მონაწილეობით ლაშა სილაგავამ უკანასკნელად ქუთაისში, ტორპედო 2:2 დინამო იმსაჯა. სადაც მან შეხვედრის მონაწილენი ოთხჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 84 თამაში / 277 ყვითელი / 10 წითელი / 14 პენალტი

პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 15 თამაში / 41 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენნალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024