• Geo
  • Eng
20.05.2024
მეორე გუნდის ფრე და 19 წლამდელების გამარჯვება

ეროვნულ ლიგა 2-ში 19 მაისს მე-13 ტურის მატჩი ჩაატარა დინამოს მეორე შემადგენლობამ. ვალერი გაგუას გუნდმა გარეჯს უმასპინძლა და ფრედ 1-1 დაცილდა. ანგარიში მატჩის მე-8 წუთზე პაპუნა ფონიავამ გახსნა. იუსიბ მეხტიევმა კი ერთი საათის თავზე შეძლო სტატუს ქვოს აღდგენა და საფინალო ანგარიშის დაფიქსირება. დინამო მიმდინარე გათამაშების ცხრილში 24 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ რუსთავს 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ჩვენი დუბლები 24 მაისს გასვლაზე, სპაერთან ჩაატარებენ.

 

მატჩის ოქმი და ფოტოამბავი

 

დღეს დინამოს 19 წლამდელებმა გათამაშების მე-11 ტურში წყალტუბოს სამგურალი მიიღეს და დიდი ანგარიშთ 7-0 აჯობეს მეტოქეს. გოლები ლევან ნაჭყებიამ (2), იუსიბ მეხტიევმა (იუსიბმა დუბლების ფორმით გატანილ გოლს 19 წლამდელებში დუბლი მიამატა), ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ნიკოლოზ კაპანაძემ და ალექსანდრე ჭოლოკავამ გაიტანეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ამ მოგებით 25 ქულა დააგროვა და ბურთების შეფარდებით 39/10 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩს ჩვენი 19 წლამდელები 26 მაისს ქუთაისში, ტორპედოსთან ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 7-0 სამგურალი

 

U19 დინამო: ღაღვიშვილი, სადღობელაშვილი, ჭოლოკავა, შაშიაშვილი, ხუციშვილი, საჯაია, კაპანაძე, ცეცხლაძე, დანელია, ჩიქოვანი, მეხტიევი

სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, პატარკაციშვილი, ძნელაძე, ავდალოვი, ქართველიშვილი, ბიგვავა, ნაჭყებია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024