• Geo
  • Eng
19.05.2024
მე-5 ადგილი ანტალიიდან

დღეს ანტალიაში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი Junior World Cup Antalya 2024 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი 13 წლამდე შემადგენლობით, ორი გუნდით გახლდათ წარდგენილი აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც 24 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

 

დინამოს ჯგუფის პირველ შეხვედრაში ტექნიკური მოგება 3-0 არსუზ კარააღაჯისთან ჩაეთვალა. შემდეგ თბილისელები პორტუსთან დამარცხდნენ იმავე ანგარიშთ, თუმცა მარმარისს 17-0 აჯობეს და საუკეთესო მეორეადგილოსნად გავიდნენ ჯგუფიდან. მეოთხედფინალი ჩვენმა გუნდმა ანტალიასფორთან 1-3 დათმო, ხოლო მე-5 ადგილისთვის მატჩში დინამოელებმა მარსელის ოლიმპიკს 3-1 მოუგეს.

დინამო 2-მა ბეილიკდუზუსფორს 3-2 მოუგო, შემდეგ გუნდი ანტალიასფორთან 0-4 დამარცხდა, ხოლო დენიზლისთან თბილისელებს ტექნიკური მოგება 3-0 ჩაეთვალათ. საბოლოოდ დინამოს მეორე შემადგენლობას ეს შედეგი მეოთხედფინალში გასასვლელად არ ეყო.

 

დინამო: საბა ბასარია, ნიკოლოზ კაჭახიძე, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკა ბობოხიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, ნიკოლოზ ჩომახიძე, გაბრიელ კაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, გიგა მორჩაძე, ნიკოლოზ ჭუმბაძე, ირაკლი ბერიანიძე და ალექსანდრე ჩიქოვანი (მწვრთნელი - მიხეილ ზაბახიძე)

 

დინამო-2: საბა ხახიაშვილი, ნიკოლოზ ასლამიკაშვილი, ირაკლი პაპუნაშვილი, როლანდ ლომიძე, ნიკოლოზ თითიაშვილი, თამაზ მამნიაშვილი, გიორგი კოჩივარი, ლუკა გვალაძე, ნიკოლოზ მატუა, დავით მაღრაძე, ბესო ჯღარკავა, გიორგი თორია, საბა ქოიავა, იუსიფ ტარვერდიევი, ირაკლი მაღლაფერიძე, ანდრია კენკაძე, სერაფიმე კაზაროვი და დავით ჯოგლიძე (მწვრთნელი - გელა ქობალია)

 

 

გუნდის ხელმძღვანელი - ვახტანგ იაგორაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024