14 ივლისს დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას ბაქოში გამართავს. ჩვენი გუნდი ბაქოს ნეფთჩის ბაქსელ არენაზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩს მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
არბიტრი დუმიტრი მუნტეანი გახლავთ. მას ასისტენტობას ვლად ლიფჩუ და ვადიმ ვიკოლი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გაბრიელ ტუპიჩიკა იქნება.