ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები შინ, საჩხერის ჩიხურასთან გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. ჩვენი ძირითადი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ უკანასკნელად 18 აგვისტოს იმსაჯა, როდესაც თბილისელმა ფეხბურთელებმა დინამო არენაზე ქუთაისის ტორპედოს 3:2 მოუგეს. აღნიშნულ შეხვედრაში ხეცაძემ მოთამაშეები 12–ჯერ გააფრთხილა ( 5 დინამო – 7 ტორპედო), 88–ე წუთზე კი ოთარ ხიზანეიშვილი გააძევა.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა დინამო–2 1:5 გურია არის. სადაც ფეხბურთელებს 4 ყვითელი ბარათი (1 დინამო – 3 გურია) უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ოთარ ხეცაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ოთარ ხეცაძე
===========================================
უმაღლესი ლიგა - 19 თამაში / 86 ყვითელი / 7 წითელი / 7 პენალტი
პირველი ლიგა - 25 თამაში / 96 ყვითელი / 8 წითელი / 5 პენალტი
საქართველოს თასი - 4 თამაში / 7 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი