დინამოელები ბაქოს ეწვივნენ და დღეს საღამოს ბაქსელ არენაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ . კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის დედაქალაქში 22 ფეხბურთელი იახლა : როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე - დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორქსლედე, სანდრო კალანდაძე - გიორგი პაპავა ©, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, თორნიკე მორჩილაძე, ბაქარ ქარდავა, ბარნს ოსეი, გიორგი ჩხეტიანი, მილან რადინი - გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი და თორნიკე ახვლედიანი