• Geo
  • Eng
02.12.2012
ჩისკო - ეს ბარიერიც წარმატებით დავძლიეთ

დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ესპანელ ლეგიონერს, ჩისკო მუნიოსს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ჩისკო - რა თქმა უნდა გახარებული ვარ, სამი გოლის გატანა მოვახერხე. თუმცა მთავარი მაინც დინამოა, მოვიგეთ და მორიგი სამი ქულა ავიღეთ. მეტოქემ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ ეს ბარიერიც წარმატებით დავძლიეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024