• Geo
  • Eng
28.07.2021
მაქაბისთან ბელარუსები გვიმსაჯებენ
29 ივლისს დინამო თბილისი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას ჰაიფაში გამართავს. ჩვენი გუნდი მაქაბი ჰაიფას სემი ოფერ სთედიუმზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას ბელარუსელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი ამინ კურგელი გახლავთ. მას ასისტენტობას იური ხომჩენკო და ვიქტორ გეცკოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დენის შერბაკოვი შეიქნება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024