დინამოელებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრა ბაქოში, ბაქსელ არენაზე გამართეს. ერთი კვირით ადრე თბილისში ჩატარებული მატჩი სტუმრებმა 2-1 მოიგეს და დინამოელებს საპასუხო შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ.
მატჩი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო და რამდენიმე ნახევრად სახიფათო მომენტს თუ არ ჩავთვლით დებიუტი ძირითადად ურთიერთდაზვერვით აღინიშნა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ტერიტორიული უპირატესობა მეთოდურად თბილისელებმა მოიპოვეს. ტაიმის შუაში დინამოს უპირატესობაც გმოიკვეთა და ორჯერ კახა ცხდაძის შეგირდებს დაწინაურებაც შეეძლოთ. ორივე შემთხვევაში გიორგი გაბედავა ემუქრებოდა მეტოქის კარს, თუმცა ჯერ გოლკიპერმა მოიგერია ახლო მანძილიდან დარტყმული, შემდეგ კი თავად დარტყმა გამოდგა ოდნავ არაზუსტი. გამოსარჩევია გიორგ კუციას დარტყმაც, რომელიც ბოლო მომენტში მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ყაიმით დასრულებული ტაიმის შემდეგ დინამომ უფრო უმატა შეტევებს და 51- ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. ჯერ ლევან ხარაბაძის გასროლილი მოხვდა ხარიხას, შემდეგ დამატებაზე გიორგი კუციას აუღო ჯერ მეკარემ და მერე ძელმა, საბოლოოდ კი მილან რადინმა ივარგა და გოლიც გაიტანა. დინამომ შეიძლება ითქვას საბოლოოდ მოიპოვა სათამაშო უპირატესობა რა დროსაც 58- ე წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მეკარემ არაზუსტად ითამაშა, შემდეგ სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა და პენალტი, რომელიც ემინ მახმუდოვმა ზუსტად დაარტყა. დინამოელთა მცირედი დაბნეულობით ათიოდე წუთში ნამიკ ალასკეროვმა ისარგებლა და 2-1. ამ გოლებს შორის კიდევ ერთხელ გადარჩა ნეფჩის კარი. ბოლო წამს მცველმა დაუცველი კარიდან საიმონ ბენიოს დარტყმული ბურთი გამოიტანა. დინამო შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, ბენიოს გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა და საბოლოოდ მასპინძლებმა 2-1 მოიგეს. დინამო კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მაქაბი ჰაიფას შეხვდება.
ნეფთჩი 2-1 დინამო
გოლი: 0-1 რადინი 51’ 1-1 მახმუდოვი (პენ) 58’ 2-1 ალასკეროვი 68’
გაფრთხილება: მეზა კოლი 22’ რადინი 45’ გაბედავა 52’ მბოჯი 55’ ლავალი 64’ კუცია 64’ ბენიო 71’ ბულუდოვი 81’ მორჩილაძე 83’ იაშვილი 90’
ნეფთჩი: მამადოვი, მბოჯი, სტანკოვიჩი, ჩელიკი, ბუდულოვი, მახმუდოვი, მეზა კოლი (არამიზი 71), ლავალი, ბუგრინი (ნაჯაფოვი 76), კანე, ალასკაროვი (აბასოვი 90+3)
დინამო: კვასხვაძე, ბენიო, ხვადაგიანი, პაპავა, ქარდავა (მექვაბიშვილი 74), რადინი (ქავტარაძე 89), ხარაბაძე (იაშვილი 89), სპორქსლედე (მორჩილაძე 70), კუცია (ოსეი 70), გაბედავა, მარუშჩი
მსაჯი: დუმიტრი მუნტეანი (მოლდოვა)