• Geo
  • Eng
03.08.2021
დინამოელები 19 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები შეკრებაზე აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ადგილობრივ 19 წლამდელთა ნაკრებთან უკვე გამართა ერთი ამხანაგური მატჩი და 3-2 იმარჯვა. გოლები გიორგ კვერნაძემ, გეგი გეგუჩაძემ და გიზო მამაგეიშვილმა გაიტანეს. ვასილ მაისურაძის გუნდის რიგებში დინამოს აკადემიის შვიდმა ფეხბურთელმა იასპარეზა. ძირითად შემადგენლობაში სამწვრთნელო შტაბმა ლუკა სალუქვაძე (კაპიტანი), ნიკა უგრეხელიძე და დავით გოგოტიშვილი გაამწესა. შეცვლაზე შევიდნენ თორნიკე დუნდუა, მუხრან ბაგრატიონი, გიორგი უბილავა და ნიკა სიხარულაშვილი.

კიდევ ერთხელ ეს გუნდები 6 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024