22 ივლისს დინამო თბილისი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი მაქაბი ჰაიფას დინამო არენაზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი ლუკას ფენდრიხი გახლავთ. მას ასისტენტობას სლადან იოსიპოვიჩი და პასკალ ჰირცელი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ავსტრიელი სებასტიან გიშამერი იქნება.