უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კახა ცხადაძემ კომენტარი ჩვენს გვერდთან გააკეთა: ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც დინამო საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რათქმაუნდა ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ.