• Geo
  • Eng
19.12.2012
მწვრთნელები დინამო – მერანს აფასებენ

დინამო – მერანის დასრულების შემდეგ, დინამო არენაზე ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი - დღევანდელი თამაშის წინ ბევრ დაბრკოლებას წავაწყდით. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული შეხვდა ამ მატჩს. თუმცა დაპირისპირების წინ პრობლემის გადაჭრა მოვახერხეთ. უამინდობის გამო, მერანთან შეხვედრამდე, ოთხი დღეა სრულფასოვანი ვარჯიში არ გვქონია. დღეს ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად კვეკვესკირმა და გველესიანმა ითამაშეს, თანაც დამაჯერებლად. წინ წლის ბოლო შეხვედრა გველის ზესტაფონთან. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.

არჩილ ჩხაბერიძე - პირველ რიგში მოწინააღმდეგეს ვულოცავ გამარჯვებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარ კარში გოლები უწყინარ სიტუაციაში მივიღეთ. რაც შეეხება მატჩს, იქიდან გამომდინარე რომ ერთპიროვნულ ლიდერს ვეთამაშებოდით, ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. დამასრულებელ ფაზაში უკეთესად რომ გვეთამაშა, მატჩი სხვა ანგარიშით დასრულდებოდა. რეალიზაციის მხრივ მეტი გვაქვს სამუშაო. დინამოელებს წარმატებას ვუსურვებ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024