დინამოს მწვრთნელმა კახა ცხადაძემ სემი ოფერ სტედიუმის მედია დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
დღევანდელი მდგომარეობით მაქაბი უფრო კომფორტულ მდგომარეობაშია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დაცვაში ვითამაშოთ საიმედოდ და გამოვიყენოთ ის მომენტები, რომელიც გვექნება. ჩვენთვის ჯერ არაფერი დასრულებულა. თბილისში პირველი ტაიმი ჩაგვივარდა, მეორე ნახევარში კი უკეთესად ვითამაშეთ. როცა აგრესიულები ვართ და თავდაჯერებულები, კარგად ვთამაშობთ. არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც დავუშვით. ერთი გოლი კმარა, რომ თამაში გადავიდეს დამატებით დროში. დაცვაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგრამ უკან დგომასაც არ ვაპირებთ...
მეტოქე ძლიერი გუნდია, თამაშობს დალაგებულ ფეხბურთს. ის დამსახურებულად გახდა ისრაელის ჩემპიონი. ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ ის მინუსები, რომელიც დავინახეთ მეტოქის თამაშში.
ძალიან კარგი იქნება, თუ ბევრი მაყურებელი დაესწრება შევედრას. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა თამაშობს სავსე ტრიბუნების წინ. ფეხბურთი ხომ გულშემატკივრისაა. ასეთ შემთხვევაშიც ჩვენი მიზანი უცვლელი იქნება, მივაღწიოთ დადებით შედეგს.