• Geo
  • Eng
31.08.2021
დავით სხირტლაძე დინამოში დაბრუნდა

28 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე დინამოში დაბრუნდა. შარშანდელი დედაქალაქური სეზონის შემდეგ სხირტლაძე დანიურ ვიბორგში გამოდიოდა. ფორვარდს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ ორჰუსში აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ სილკებორგში, სლოვაკურ სპარტაკ ტრნავაში, ლატვიურ რიგასა და პოლონურ არკაში. ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკაობრივ და ეროვნულ ნაკრებში. სხირტლაძემ კლუბთან შეთანხმება სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024