07.09.2021
ახალგაზრდულის ფრე რუმინეთში
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვოლუნტარიში რუმინეთის 21 წლამდე ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში 1-1 ითამაშა. გოლები შეხვედრაში იანის სტოიცამ და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს. ახალგაზრდა ჯვაროსანთა ძირითად შემადგენლობაში ოთხმა დინამოელმა - სანდრო კალანდაძემ, ლევან ხარაბაძემ, გიორგი მოისწრაფიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა (ნაკრების კაპიტანი) იასპარეზა.