ტალინში გამართული მატჩის დრამატული ფინალი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მოგებული შეხვედრა.
სწორედ ამ სცენარით წარიმართა ესტონეთის და საქართველოს 19 წლამდე ნაკრებთა მეორე ამხანაგური მატჩი. მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს მარტინ ვეტკალის გოლით დაწინაურდნენ, 92- ე წუთზე ანგარიში დინამოელმა ნიკა სიხარულაშვილმა აღადგინა, ხოლო 95- ე წუთზე გამარჯვების გოლი გიორგი პირტახიამ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩში ორიოდე დღის წინ ახალგაზრდა ჯვაროსნებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. ანგარიში ოთარ მამაგეიშვილმა გახსნა, მეორე ტაიმში კი ზუსტი დარტყმა აქტივში დინამოელმა ჯადული იობაშვილმა ჩაიწერა (ნაკრებში დინამოდან 10 ფეხბურთელია გამოძახებული).