საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ, დინამოს ბაზაზე წინასაახალწლო წვეულება გაიმართა. ზამთრის შესვენების წინ, კლუბის პრეზიდენტმა– ბატონმა რომან ფიფიამ სადღესასწაულო წვეულებაზე დინამოელებს მოახლოვებული შობა-ახალი წელი მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ 2013 წელი ჩვენი გუნდისთვის დიდი გამარჯვებების წელი იქნება და დინამო შეძლებს ქართველი გულშემატკივრების გახარებას. საღამო საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.