ზესტაფონში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დუშან უჰრინი (დინამოს მთავარი მწვრთნელი) - ძალიან კარგი თამაში იყო. თავიდან კარგად დავიწყეთ. პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, თუმცა ჩვენს კარში გოლი მივიღეთ. აქტიურად ვმოძრაობდით, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. დღევანდელი ტურის შემდეგ უშუალო მდევართან სამი ქულაა სხვაობა. წაგების მიუხედავად პირველ ადგილზე ვართ და ამით კმაყოფილი ვარ. ზესტაფონის თამაშმა მოწონება დაიმსახურა. წარმატებები მინდა ვუსურვო ახალ მწვრთნელთან ერთად, ოღონდ არა ჩვენთან შეხვედრებში.
კახა კაჭარავა (ზესტაფონის მწვრთნელ-კონსულტანტი) - დინამო კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ბევრი გამოცდილი მოთამაშე ყავთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ დინამოსთან რთული თამაში გველოდებოდა. ფეხბურთი გამართლება არის და დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო. კარგი თამაში იყო, ორივე გუნდს თანაბარი რაოდენობით ჰქონდა საგოლე მომენტები. საბოლოოდ ჩვენ მეტოქეზე უკეთესად გამოვიყენეთ ეპიზოდები. თანაბარი თამაში იყო და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.