საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 23 აგვისტოს ჩათვლით საწვრთნელ შეკრებას მართავს. დინამოელთა ახალგაზრდული შემადგენლობიდან შეკრებაზე 9 ფეხბურთელია მიწვეული.
პაპუნა ბერუაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, დავით გოგოტიშვილი, ნიკა სიხარულაშვილი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, ბადრი გოგობერიშვილი, არჩილ დათუაშვილი და ჯადული იობაშვილი თანაგუნდელებთან ერთად ემზადებიან.