• Geo
  • Eng
25.06.2021
მსაჯები ნეფთჩისთან თბილისურ შეხვედრაზე

7 ივლისს დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი ბაქოს ნეფთჩის დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება, ხოლო მსაჯთა ბრიგადა, რომელიც მატჩს მოემსახურება - ისრაელიდან იქნება.

მთავარი არბიტრი დავიდ ფუქსმანი გახლავთ. მას ასისტენტობას ნატი დოტანი და მათითიაჰუ იაკობოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი იდან ლეიბა იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024