მოახლოებულ სანაკრებო მატჩებისთვის, ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრების სიაშია ჩვენი გუნდის 18 წლის მცველი საბა ხვადაგიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო 5 სექტემბერს ბადახოსში, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. 8 სექტემბერს ჯვაროსნები ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს ეთამაშებიან.