დღეს დინამო არენაზე საქართველოს პირველობის 30- ე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა.
შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო. ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძელი გუნდი ფლობდა, თუმცა პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები ნაკლებად შეიქმნა. მეორე ნახევარი თბილისელებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს. მერებაშვილს ორჯერ მართებდა ხელსაყრელი მომენტიდან გოლის გატანა. თავისი მომენტები ვერ გამოიყენეს მარცვალაძემ და ხიდეშელმა. საბოლოოდ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
დინამო 0:0 ჩიხურა
გაფრთხილება: ბეჭვაია 54’ ჭელიძე 58’ ხიდეშელი 74’ დეკანოიძე 76’ ხმალაძე 89’
დინამო: ლორია, კვირკველია, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, ხურცილავა, ცინცაძე (ჯანელიძე 82), ძარია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 46), ჩისკო (მოდებაძე 64), მერებაშვილი, მარცვალაძე
ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ჯიღაური (ლომია 87), ქიმაძე, გაბედავა, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, ხმალაძე, დეკანოიძე
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი