დინამოელები სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგნენ. დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დუშან უჰრინმა 2013 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. ორჯერად წვრთნაში მონაწილეობა 23 ფეხბურთელმა მიიღო:
გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, კოკა სეფიაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან ხმალაძე, გივი კვარაცხელია, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით ხოჭოლავა, გიორგი სეთურიძე, არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია, ირაკლი ლექვთაძე, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე.
პირველი ვარჯიში ჩაატარეს გუნდის ახალწვეულებმაც: გიორგი შაშიაშვილმა, ლაშა შინდაგორიძემ და ნიკა დიასამიძემ.
გუნდს ხვალ შეუერთდებიან კარლეს კოტო, მიკელ ალვარო, დარკო გლიშიჩი და რობერტინიო. გუნდის ექიმის გადაწყვეტილებით ჩისკო, რომელსაც მიკრო–ტრავმა აწუხებს, გუნდთან ერთად ვარჯიშს, 21 იანვრიდან, უცხოურ შეკრებაზე დაიწყებს.