შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) 26- ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი 247 კლუბი წარმოადგენდა. დინამო თბილისიდან ასამბლეას კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა დოლიძე და დირექტორის მოადგილე თეა შამათავა ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნასერ ალ-ხელაიფიმ ასამბლეაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და ბორდის ახალი წევრებიც აირჩია. შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ECA- ს დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.