• Geo
  • Eng
03.07.2021
სპორტული მედიის საყურადღებოდ

7 ივლისს გასამართი დინამო - ნეფთჩის მატჩისთვის მედია აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით, შესაბამისად გვექნება თხოვნა - გაგებით მოვეკიდოთ არსებულ საკითხს. მაქსიმალურად შევეცდებით უმრავლესობა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუკი თითო ორგანიზაციიდან მინიმალური რაოდენობის აკრედიტაციაზე იქნება მოთხოვნა.

აკრედიტაციის მსურველთა განაცხადების მიღება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: media@fcdinamo.ge

5 ივლისის შემდეგ მიღებული მოთხოვნა აღარ განიხილება. აკრედიტაციები 6 ივლისს დინამო არენას მედია ოთახში 17.00 საათიდან გაიცემა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მატჩისწინა და მატჩის დღეს პირბადის გარეშე მედია დარბაზსა და პრეს ლოჟაში არავინ დაიშვება.

აკრედიტაციის მიღების მსურველ მედია საშუალებებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ: 

მედია საშუალების დასახელება:

სახელი და გვარი (ვიზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია):

მედიის კატეგორია (რადიო, პრესა, ტელევიზია, ბლოგერი, ვებ გვერდი, ფოტოგრაფი):

მედია საშუალების ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:

აკრედიტაციის მსურველის ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:

 

გაითვალისწინეთ, რომ მსურველებს დასტური ეცნობებათ მეილზე !

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024