საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები დღეიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. შეხვედრები 6, 9 და 12 ოქტომბერს ნორვეგიის ქალაქ ტონსბერგში ჩატარდება. ვასილ მაისურაძის გუნდს ჯგუფში მეტოქეობას ნორვეგია, უელსი და კოსოვო გაუწევენ.
აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ნაკრებში დინამოს აკადემიიდან 11 ფეხბურთელია გამოძახებული: მიხეილ მაქაცარია, საბა ხვადაგიანი, ნიკა უგრეხელიძე, ლუკა სალუქვაძე, თორნიკე დუნდუა, მუხრან ბაგრატიონი, დავით გოგოტიშვილი, ჯადული იობაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი, პაპუნა ბერუაშვილი და ნიკა ცხოვრებაშვილი 19 წლამდელთა ნაკრების ფორმას მოირგებენ.