16 სექტემბერს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 24- ე ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო დილას უმასპინძლებს. უწყებათაშორის სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მატჩებზე ამ ეტაპზე გულშემატკივარი არ დაიშვება, ხოლო ჟურნალისტების დასწრება შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი. ფოტოგრაფები (სათამაშო კარს უკან) აღნიშნულ მატჩზე დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. ხოლო მედია ზონაში გამოყოფილია 10 აკრედიტაცია.
მედიის წარმომადგენლებს მატჩზე აკრედიტაციის მისაღებად გთხოვთ განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე ➡ media@fcdinamo.ge
აკრედიტაციები მატჩის დღეს დინამო არენაზე გაიცემა.