• Geo
  • Eng
13.07.2021
მატჩისწინა პრესკონფერენცია ბაქოში

ნეფთჩისთან საპასუხო მატჩის წინ კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა.

კახა ცხადაძე: ბაქოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში საკმაო დროის მანძილზე ვმუშაობდი. ჩემთვის, ბაქო ძალიან ლამაზი ქალაქია. პირველი მატჩი ნეფთჩის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო და რთული იყო. ხვალ იგივე იქნება და ვფიქრობ ნანახი თამაშით ისიამოვნებთ. ხვალინდელი მატჩი კიდევ უფრო დაძაბული იქნება. ორივე გუნდმა ერთმანეთის სისუსტეები დაინახა, რისგანაც ისინი უპირატესობის მიღებას შეეცდებიან.

პირველი თამაშის შედეგის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ ნეფთჩი ჩვენზე ძლიერია. სულ 8 კარში დარტყმა გვქონდა, საიდანაც 7 მეკარემ მოიგერია. ორი უხეში შეცდომა დავუშვით, რაც დამარცხების მიზეზიც გახდა. თუმცა, შევეცდებით ეს ხვალ არარ განმეორდეს.

ნეფთჩი საკმაოდ კვალიფიციური, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. თუმცა, ვიმეორებ, რომ სახლში მეტოქის სიძლიერის გამო კი არა, ჩვენი შეცდომების ხარჯზე წავაგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024