• Geo
  • Eng
16.09.2021
ფრე გორის დილასთან

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 24- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ დილას უმასპინძლა. მატჩის პირველი სახფათო მომენტი პაატა ღუდუშაურის დრიბლინგს მოჰყვა, მისი ჩაწოდებული ბურთი კი თორნიკე ხვადაგიანმა კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ ბარნს ოსეის გადაცემის შემდეგ გიორგი კუციას მართებდა ანგარიშის გახსნა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა. მატჩი მაღალ რიტმში გაგრძელდა და უკვე სტუმრებს ჰქონდათ სახიფათო მომენტი. ოსმანე კამარას დარტყმული ბოლო წამს ანდრეს პრიეტომ მოიგერია. მომდევნო შეტევაში ბარნს ოსეი ემუქრებოდა გორელთა კარს, მისი დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა. მე- 16 წუთზე კი ზორან მარუშიჩმა ვერ გამოიყენა რეალური მომენტი. ოსეის გადაცემის შემდეგ სერბი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. დინამომ მეთოდურად მოიპოვა ინიციატივა და 30- ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. თორნიკე მორჩილაძის თავური ლუკა გუგეშაშვილმა კუთხურზე უკუაგდო. მომდევნო შეტევაში უკვე მილან რადინს ჰქონდა საგოლე მომენტი, მისი დარტყმული ამჯერადაც გოლკიპერის ნადავლი გახდა. მატჩის 34- ე წუთზე თორნიკე მორჩილაძე მახვილი კუთხიდან სახიფათოდ თამაშობდა, ბურთი სამიზნეს ოდნავ აცდა. ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმი გორელებმა აქტიურად განაახლეს და ორ მომენტში მიჯრით ანდრეს პრიეტომ დედაქალაქელთა კაი იხსნა. 51- ე წუთზე საბა ხვადაგიანის შეცდომა ანდრეს პრიეტომ გამოასწორა და დინამოს კარი აშკარა ხიფათს გადაარჩინა. დინამოელთა სახიფათო შეტევა 55- ე წუთზე, ბარნს ოსეის სახიფათო გადაცემა და ბოლო წამს ბაქარ ქარდავას ფეხიდან აართვეს ბურთი. მატჩის 65- ე წუთზე ზორან მარუშიჩმა ვერ გამოიყენა საგოლე შანსი, როდესაც მცველის შეცდომით ვერ ისარგებლა. დინამოს მორიგი მცდელობა გოლის გასატანად და 74- ე წუთზე ბაქარ ქარდავას არ გამოსდის დარტყმა. მე- 80 წუთზე უკვე ანზორ მექვაბიშვილის დარტყმა ხვდება სტუმართა კარის ბადეს გარედან, საჯარიმოში მას ზორან მარუშიჩმა ქუსლით დაუგდო ბურთი. 87- ე წუთზე არეულობა სტუმართა საჯარიმოში, იქვე ბურთს ევან ხარაბაძე ირებს მისი დარტყმული კი დილას კარს ზევიდან გადაცდა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და მატჩი 0-0 დასრულდა.

 

დინამო  0-0  დილა

გაფრთხილება: მორჩილაძე 49’  ჭიჭინაძე 80’  კაპანაძე 86’  კოუგბენია 90+4’ 

 

დინამო: პრიეტო, ზვადაგიანი, პაპავა (კობოური 46), ბენიო, ქარდავა, მორჩილაძე (სპორქსლედე 58), ხარაბაძე, რადინი (მექვაბიშვილი 76), კუცია (სხირტლაძე 46), ოსეი (ქავთარაძე 72), მარუშიჩი

დილა: გუგეშაშვილი, ჭიჭინაძე, მოსიაშვილი (კოუგბენია 70), ღუდუშაური (ნემსაძე 90+1), მაისაშვილი (მანზი 45), კაპანაძე, ობიერო, სანტოსი, გაგნიძე, სილვა, კამარა (ბუღრიძე 70)

 

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024