საქართველოს 19 წლამდე ნაკრები აგრძელებს ევროშესარჩევ ტურნირში ასპარეზობას. ნორვეგიის ქალაქ ლარვიკში უელსთან ნათამაშები უგოლო ყაიმის შემდეგ, ჭაბუკი ჯვაროსნები კოსოვოს შეხვდნენ და დინამოელი თორნიკე დუნდუას გოლით 1-0 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრაში მონაწილეობა ექვსმა დინამოელმა - თორნიკე დუნდუამ, ლუკა სალუქვაძემ, დავით გოგოტიშვილმა, მუხრან ბაგრატიონმა, ნიკა ცხოვრებაშვილმა და ჯადული იობაშვილმა მიიღო.
მესამე მატჩს ჭაბუკი ჯვაროსნები 12 ოქტომბერს მასპინძელ ნორვეგიასთან გამართავენ, რომელმაც თავის მხრივ ორივე მატჩის მოგებით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.