• Geo
  • Eng
12.10.2021
19 წლამდელები ელიტრაუნდში გავიდნენ

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ნორვეგიაში მიმდინარე ევროშესარჩევი ტურნირი. ვასილ მაისურაძის გუნდმა ბოლო ტურის შეხვედრაში მასპინძლთა ნაკრები გიზო მამაგეიშვილის გოლით 1-0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ ჭაბუკმა ჯვაროსნებმა მანამდე უელსთან ფრედ 0-0 ითამაშეს, ხოლო შემდეგ კოსოვოს 1-0 აჯობეს. შეხვედრაში მონაწილეობა ხუთმა დინამოელმა - თორნიკე დუნდუამ, ლუკა სალუქვაძემ, ნიკა უგრეხელიძემ, ნიკა ცხოვრებაშვილმა და ჯადული იობაშვილმა მიიღო.

ელიტრაუნდის მატჩები გაზაფხულზე გაიმართება, ხოლო ფინალურ ეტაპს ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024