გიორგი ჩხეტიანი ბრაგას ფორმას მოირგებს. ჩვენი აკადემიის აღზრდილი და დინამოს მეორე შემადგენლობის წევრი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით - ბრაგაში იასპარეზებს. პორტუგალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება 2022 წლის მაისის ჩათვლით ექნებათ.
ბრაგა გიორგი ჩხეტიანს 2 წელია აკვირდება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა დინამო თბილისის 17 წლამდე გუნდთან ერთად ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მოიგო (ამავე ტურნირზე ასპარეზობდა ბრაგას 17 წლამდელთა გუნდიც). 18 წლის მცველის პორტუგალიაში წასვლაც გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყდა.
გიორგი ჩხეტიანი სისტემატურად ასპარეზობს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში და ამჟამად 19 წლამდე ჯვაროსანთა წევრია.